ლიტვის ელჩმა დავით ნარმანია ვილნიუსში მიიწვია

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იონას პასლაუსკასს შეხვდა. იონას პასლაუსკასმა დავით ნარმანიას დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გზით გამარჯვება მიულოცა.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიტვის მთავრობებს შორის არსებულ ურთიერთობებს, რაც ელჩის თქმით, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. დავით ნარმანიას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა ქვეყნების დედაქალაქებთან ურთიერთობა. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება ინფრასტრუქტურული და მუნიციპალური პროექტების განხორციელების, ასევე ბინათმშენებლობის და სასტუმროების მშენებლობის კუთხით. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, პოტენციური ინვესტორებისთვის უკვე მზადდება ბიზნესპროექტები, რომლებიც ბიზნესპალატებს, დონორ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ უწყებებს გადაეგზავნება. ლიტვის ელჩმა თბილისის მერი ვილნიუსში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები