“მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად” – ინდოეთის პრემიერი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერმინისტრად დანიშვნას ულოცავს

ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერმინისტრად დანიშვნას ულოცავს.

„გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერმინისტრად დანიშვნას. ინდოეთსა და საქართველოს ტრადიციულად თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ბოლო დროს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად ძლიერდება და დივერსიფიცირდება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად. გისურვებთ ჯანმრთელობას, მეგობარ ქართველ ხალხს კი – კეთილდღეობას“, – აღნიშნულია ინდოეთის პრემიერის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები