კახა კალაძე: ხაზარაძის კამპანია, მუქარები აბსოლუტურად სამარცხვინო და გაუგებარია, ადამიანს აქვს სურვილი, პოლიტიკოსი იყოს და რადიკალიზმით ცდილობს ამის გაკეთებას

“ადამიანი პოლიტიკაში შემოსულია, აქვს სურვილი, რომ პოლიტიკოსი იყოს და რადიკალიზმით ცდილობს ამის გაკეთებას”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ლელოს” ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხაზარაძის კამპანია სამარცხვინოა.

„ხაზარაძის კამპანია, მუქარები აბსოლუტურად სამარცხვინო და გაუგებარია. ადამიანი პოლიტიკაში შემოსულია, აქვს სურვილი, რომ პოლიტიკოსი იყოს და რადიკალიზმით ცდილობს ამის გაკეთებას. იგივე ხაზია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა წლების განმავლობაში – ანუ ადამიანს თუ აქვს განსხვავებული მოსაზრება, შეხედულება, მას ქვეყანაში არ უნდა ეცხოვრებოდეს. დღეს ჩვენ რომ ვართ ხელისუფლებაში, ხაზარაძისეული პოლიტიკიდან გამომდინარე, არც ის და არც მისი ოჯახი, ქვეყანაში ვერ უნდა ჩერდებოდეს, უნდა იდევნებოდეს. ეს არის მისეული პოლიტიკა“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები