ჰაიტიზე კრიმინალურმა დაჯგუფებებმა აეროპორტზე კონტროლის დამყარება სცადეს

ჰაიტიზე კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ქვეყნის მთავარ საერთაშორისო აეროპორტზე, Toussaint Louverture-ზე კონტროლის დამყარება სცადეს.

ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

თავდასხმის მომენტში პორტ-ო-პრენსში მდებარე აეროპორტი დაკეტილი იყო.

AP-ის რეპორტიორებმა დაინახეს, რომ ასაფრენ ბილიკზე ბრონირებული სატვირთოდან აეროპორტის თანამშრომლებმა დაჯგუფების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

CNN-მა დაწერა, რომ აეროპორტში ფრენები სროლის გამო ფერხდება.

რამდენიმე ავიაკომპანიამ, მათ შორის, American Airlines-მა და Sunrise Airways-მა პორტ-ო-პრენსის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.

Sunrise Airways-ში განაცხადეს, რომ სროლის შედეგად მათი რამდენიმე თვითმფრინავი დაზიანდა და მგზავრები საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

ჰაიტიზე 3 მარტს 72-საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ციხიდან 4 ათასამდე პატიმარი გამოუშვეს, 12 პირი დაიღუპა.

​კრიმინალური ჯგუფები ქვეყნის პრემიერმინისტრის, არიელ ანრის გადადგომას ითხოვენ, რომელიც, თავის მხრივ, შექმნილი ვითარების გამო, 28 თებერვალს ნაირობიში გაემგზავრა, რომ ქვეყანაში კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული უსაფრთხოების ძალების გაგზავნა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები