გია ვოლსკი: სააკაშვილი ყველას მობეზრდა

„სააკაშვილი მობეზრდა ყველას, ყველანაირ მოკავშირეს, ვინაიდან აბსოლუტურად არაადეკვატურია მისი საქციელი, მისი განცხადებები, დანაშაულები კი აშკარაა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად გამოჩენა არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესში არ არის.

“სწორედ ამისგან გამიჯვნას ცდილობს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც სხვა სახელი დაირქვა და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაშია”. სააკაშვილისგან გამიჯვნას აქვს ყველაზე დიდი პოპულარული სმენადობა. სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად გამოჩენა არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესში, რომელიც ცდილობს, რომ თავი მოგვაჩვენოს სააკაშვილის ბოროტების სისტემისაგან შორს მყოფ სუბიექტად,” – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები