თერჯოლაში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი – მეოთხე ცხედარი იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი – მეოთხე ცხედარი იპოვეს.

არსებული ცნობით, ერთი ადამიანი შემთხვევით მდინარეში ჩავარდა, მასთან ერთად მყოფი პირები კი მის დასახმარებლად შევიდნენ.

როგორც “კვირას”   საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ნაპოვნია ოთხი ცხედარი.

ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ერთი პირი კი უვნებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები