თერჯოლაში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო.

არსებული ცნობით, ერთი ადამიანი შემთხვევით მდინარეში ჩავარდა, მასთან ერთად მყოფი პირები კი მის დასახმარებლად შევიდნენ.

როგორც “კვირას”   საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამი ცხედარი ნაპოვნია, ერთს კი ეძებენ. გარდა ამისა, ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ერთი პირი კი უვნებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები