პარლამენტი თბილისში პარკირების ადგილის მოსაწყობად 1 155 000 ლარს დახარჯავს

პარლამენტი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის პარკირების ადგილით უზრუნველყოფისათვის მილიონ 1 155 000 ლარს დახარჯავს.
შენობას ამ დროისთვის ავტოსადგომი არ აქვს. ავტოსადგომის მოწყობა კი პარლამენტის გვერდით მდებარე ახალაშენებული კორპუსის მიწისქვეშა სართულზე იგეგმება.
პარლამენტის ბიუჯეტიდან თანხა ეკონომიკის სამინისტროს გადაერიცხება, რომელიც სახელმწიფო ქონებას განკარგავს. პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით, ცვლილება კანონის სრული დაცვით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები