“ვერავინ შევეჯიბრებით ერთმანეთს ამა თუ იმ ენის სიყვარულში, მაგრამ რეგლამენტშია ჩაწერილი, რომ პარლამენტში ქართულად უნდა ვისაუბროთ” – გია ვოლსკი

“თუ მეგრულს ენად ასახელებთ და ამ თემაზე კამათს აპირებთ, მეჩვენება, რომ გარკვეული მიზნით არის გაკეთებული”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში განცხადებების მეგრულ ენაზე გაკეთებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ყველას მინდა, მოგმართოთ, აქ რაზეა ლაპარაკი? – ყველა გაზრდილები ვართ ამ კულტურაში, საუკუნეებია, არც მეგრული და არც სვანური ენები არ დაკარგულა. რადგან იუნესკოშია ეს თემა სამსჯელოდ და მოსავლელად აღებული, ე.ი. მნიშვნელოვანია. ამ თემას მიხედვა უნდა, მაგრამ არსებობს ერთი ტექნიკური ნაწილი, ჩვენ ვერავინ შევეჯიბრებით აქ ერთმანეთს ამ თუ იმ ენის სიყვარულში, რომელსაც ქართველური ენა ჰქვია, მაგრამ რეგლამენტშია ჩაწერილი, რომ პარლამენტში ქართულად უნდა ვისაუბროთ.

თუ მეგრულს ენად ასახელებთ და ამ თემაზე კამათს აპირებთ, მეჩვენება, რომ გარკვეული მიზნით არის გაკეთებული. კამათს აპირებთ და მგონია, რომ ეს ამით არის განპირობებული. დღეს დავუშვათ [განცხადებების მეგრულად და სვანურად გაკეთება], რადგან ვინმემ არ იფიქროს, რომ ვიღაცას ვჩაგრავთ. პროვოკაციის საშუალება არავის უნდა მივცეთ. განსაკუთრებით, პროვოკაციაში გამოცდილ ადამიანებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

ძალიან გთხოვთ, ყურადღებით იყავით, ასე ადვილად ნუ ჩაატარებთ ამ საკითხს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები