“დღეს ოპოზიციისგან ვერ მოვისმინე სიტყვები – ოლიგარქია, კლანი, სად გაქრა ეს ყველაფერი, დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია” – შალვა პაპუაშვილი

“დღეს ცოტა გამიკვირდა, ვერ მოვისმინე სიტყვები – ოლიგარქია, კლანი, სად გაქრა ეს ყველაფერი. მე დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

„მიხვდით, ხომ, ხალხს რა აინტერესებს. თემები, რომელსაც ატრიალებდით სამი წელი, რომ ეს არ იყო ის საკითხები, რომლებიც ხალხს აინტერესებს. კარგია, კარგია, რომ მიხვდით. საინტერესო იქნება, წინასაარჩევნო კამპანიაში რა გექნებათ სათქმელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები