არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა გააკეთეს პირდაპირი აღიარება, რომ წინასაარჩევნო პერიოდს განიხილავენ, როგორც რევოლუციისთვის მოსამზადებელს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გუშინ გააკეთეს პირდაპირი აღიარება, რომ ემზადებიან არა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, არა არჩევნების დღისთვის, არამედ ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის და წინასაარჩევნო პერიოდს განიხილავენ, როგორც რევოლუციისთვის მოსამზადებელს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც აღნიშნულს ემსახურება.

“ეს იყო პირდაპირი განცხადება და აღიარება, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც ემსახურება ზუსტად ამ ამოცანას, რომ ის ჩაერთოს წინარევოლუციურ პროცესში, როგორც ეს სიტყვასიტყვით ითქვა საჯარო ეთერში. ამას ვამბობდით ჩვენ თვეების განმავლობაში, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ერთიც და მეორეც, რომელიც ახლა ყალიბდება, ერთადერთი მიზნის გარშემო არის გაერთიანებული, რომ როგორმე, მათ არჩევნებში დამარცხების შემდეგ სცადონ დესტაბილიზაციით, არეულობით, არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნება. ბევრჯერ ჰქონიათ ამისი მცდელობა, მაგალითებიც ბევრი იყო თუ როგორ აკეთებენ ამას – პარლამენტზე თავდასხმა, ცესკოზე შეტევა, კოქტეილების სროლა და პოლიციელებზე თავდასხმა, მოქალაქეების აზრზე მანიპულირება, დეზინფორმაცია – ეს არის ის მეთოდები, რომელსაც ეს პოლიტიკური გაერთიანება იყენებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები