იერუსალიმში ტერაქტი მოხდა, არის მსხვერპლი(ფოტო,ვიდეო)

იერუსალიმში გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს მანქანიდან გადმოსულმა სამმა პირმა ცეცხლი გაუხსნა.

მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მყოფმა ისრაელელმა სამხედროებმა ორი თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალეს. შემდეგ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერორისტი იპოვეს, რომელმაც გაქცევა სცადა, თუმცა ის გაანეიტრალეს.

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის (MADA) ინფორმაციით, სულ 9 მოქალაქე დაშავდა, მათგან ერთი გარდაიცვალა. ორის მდგომარეობა მძიმეა.

დადგინდა, რომ თავდამსხმელები ბეით-ლეჰემის მაცხოვრებლები არიან.

ისინი საგუშაგოსთან ორი მანქანით მივიდნენ, შეიარაღებული იყვნენ M-16-ის ავტომატებით, ასევე, ხელნაკეთი ავტომატით “კარლო”.

გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე და ტერორისტების მანქანებში გაზის ყუმბარა და საბრძოლო მასალა იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები