დავით ზალკალიანის განმარტებით, თენგიზ ფხალაძეს ხშირად უღიარებია, რომ პრეზიდენტს ვერ არწმუნებდა
თენგიზ ფხალაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრებზე ხშირად უღიარებია – რა ვქნა, ეს კი ასეა, მაგრამ პრეზიდენტს ვერ ვარწმუნებო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის მრჩეველი ხშირად დადიოდა საგარეო უწყებაში და გაეროს საკითხთან დაკავშირებით არგუმენტებს ისმენდა.
„თენგიზ ფხალაძე ჩვენგან არგუმენტებს ისმენდა, რომლებიც იმ წერილებში არის. მე არ ვიცი, შეიძლება, დამახინჯებულად აწვდიდა ან არასწორად მიჰქონდა პრეზიდენტთან ეს არგუმენტები”, -აღნიშნა ზალკალიანმა.