გიორგი ბარამიძე: გახარიას პარტიასთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ

გახარიას პარტიასთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტია მომავალში თანამშრომლობის იდეას უარყოფს, მათ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციები ამ მომენტშიც აქვთ.

„როდესაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ყველა პარტია არჩევანის წინაშე დადგება – დავდგეთ ერთად, თუ ისევ რუსულ რეჟიმს შევუქმნათ უმრავლესობა. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მათთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულოებში. მათთან ერთად ამ საკრებულოებში კოალიციები გვაქვს. თუ გახარიას პარტია თვლის, რომ ჩვენ გამოგვიყენეს, როცა ვჭირდებოდით, ჩვენ ვთქვით, რომ ვითარება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად გამოვიყენეთ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები