სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატო-ს შტაბ-ბინაში, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, საქართველო ნატოს ფასეული პარტნიორია.
„სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატო-ს შტაბ-ბინაში. საქართველო ჩვენი ფასეული პარტნიორია და სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ ოფიციალური თბილისი გაზრდის რეფორმების განხორციელების ტემპსა და მასშტაბს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანების გზაზე“, – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“.
Glad to welcome @PM_Kobakhidze to #NATO. Georgia is a valued partner and we fully support its sovereignty & territorial integrity. I welcome #Georgia’s support to Ukraine. I also count on Tbilisi to step up reforms on the path toward full membership in the Euro-Atlantic family. pic.twitter.com/HNXIDbsSzq
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) February 21, 2024