„თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება“

   რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ თვითმმართველობის არჩევნებზე თავისი გუნდის ძალები შეაფასა. მისი განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მას თავისი გუნდის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება, – ამის შესახებ ნარმანიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რაც არ უნდა მაღალი იყოს საარჩევნო ბარიერი, ამ ბარიერს დაძლევენ.
“ეს იქნება ძალიან მოწესრიგებული და დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ძალიან კარგი საარჩევნო პროგრამით წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე. ჩვენი პროგრამა იქნება ამომრჩევლის და არა რომელიმე ცალკეული პირის კეთილდღეობაზე ორიენტირებული”, – განაცხადა ნარმანიამ.
მინისტრის ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამა 41 -პუნქტიანია და “ძალიან კარგია”, თუმცა პროგრამის დეტალები დავით ნარმანიას არ დაუკონკერეტებია. შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანია “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები