ბედიის ტაძრის გადახურვა 20 დღეში დასრულდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერთან,​ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრაზე ბედიის ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები განიხილეს.

აღინიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოებისთვის ე.წ. ბიუჯეტიდან 8 მილიონი რუსული რუბლი გამოიყო.

ამავე დროს, მედიას კონტრაქტორი კომპანია “სტროიმონტაჟ-2”-ის დირექტორმა, რუსტამ წვეიბამ უთხრა, რომ ტაძრის სახურავის ძირითადი სამუშაოები 20 დღეში დასრულდება. მისი თქმით, მშენებლებმა ძველი სახურავი დაშალეს.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები უკავშირდება გუმბათს და მისი ცილინდრული ფუძის აღდგენას, რასაც შესაძლოა, განუსაზღვრელი დრო დასჭირდეს, რადგან მშენებლებს მათი ხელახლა შექმნა მოუწევთ.

მშენებლებს კონსულტაციებს უწევენ ისტორიკოსები და კოლეგები რუსეთიდან. ⠀

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები