“ოპოზიციისგან შემოთავაზებული პოლიტიკური იწილო-ბიწილოს გამო, მუდმივად გარდამავალ პერიოდში ყოფნა გვიწევს” – მიხეილ სარჯველაძე
„ფაქტია, რომ, ოპოზიციისგან შემოთავაზებული პოლიტიკური იწილო-ბიწილოს გამო, მუდმივად გარდამავალ პერიოდში ყოფნა გვიწევს“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ქვეყანაში კვლავ დესტრუქციული ფონის შექმნაზეა ორიენტირებული.
„მათი განწყობაც და განზრახვაც ეგაა, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა გააჩინონ, რაც შემოდგომაზე, მათი მოსალოდნელი მარცხის გათვალისწინებით, შეიძლება, კარგი პლაცდარმი აღმოჩნდეს კრიტიკის გასავითარებლად. როგორც ჩანს, ამით არის ნაკარნახევი მათი მხარდაჭერა ისეთი მოდელისადმი, რომელიც, ერთი მხრივ, მსოფლიოში არსად არ არსებობს და, მეორე მხრივ, ბადებს ისეთ ჩიხებს, როგორშიც ახლა ვიმყოფებით“, – აღნიშნა სარჯველაძემ “ქრონიკასთან”.