“ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად პრიორიტეტულია ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესი” – დავით სონღულაშვილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში ხაზს უსვამს, რამდენად პრიორიტეტულია ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესი.
„კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი გზავნილია, რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.ზუსტად ეს [ირაკლი კობახიძის და ოლივერ ვარჰეის] ერთობლივი ბრიფინგიც ხაზს უსვამს, როგორ ხდება ორმხრივად ხდება პროცესების დაჩქარება და რამდენად დაჩქარებულ რეჟიმში მიდის ევროპასთან ინტეგრაცია“, – აღნიშნა სონღულაშვილმა.