არჩილ თალაკვაძე: ჩვენ საქართველოში ევროპული პერსპექტივა დავაბრუნეთ
“ჩვენ საქართველოში ევროპული პერსპექტივა დავაბრუნეთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ, საზოგადოების მხარდაჭერით, არსებითი პროგრესი აჩვენა.
„ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული და სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოების მხარდაჭერით, აჩვენა არსებითი პროგრესი და ხელშესახები შედეგები: ეს იყო ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი.
ის ოპოზიცია, რომელიც ფულს იხდიდა საქართველოს ევროპული მომავლის დაბლოკვაში და რომელიც ყველანაირად ცდილობდა, რომ ქვეყნის ევროპული ხვალინდელი დღე დაებლოკა არ არის გახარებული და არ არის ბედნიერი, მათგან დადებით შეფასებებს არ ველით. მინიმუმ რაც შეუძლიათ გააკეთონ, მონაწილეობა მიიღონ რეფორმების განხილვაში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.