ილია მეორემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

პატრიარქის მისალოცი წერილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ გულიტადად გილოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. ეს არის იმ დიდი ნდობის გამოვლინება, რომელიც თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ თქვენდამი და ეს სრულიად ლეგიტიმურია.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს პირად წვლილს ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობების განვითარებაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება პარტნიორობის პრინციპზე დაყრდნობით.

გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს ჯანმრთელობას, მშვიდობასა და ახალ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში აზერბაიჯანის კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები