ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი იქნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას. ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გიორგი ცაგარეიშვილი“, – აღნიშნა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.