ნინო წილოსანი პარლამენტის ახალი ვიცე-სპიკერი იქნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი პარლამენტის ახალი ვიცე-სპიკერი იქნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. უმრავლესობა ვიცესპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე, რომელიც გათავისუფლდა ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, წარადგენს პარლამენტს ასარჩევად ნინო წილოსანს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ნინო წილოსანი ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანს ჩაანაცვლებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები