ილია დარჩიაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერი ბრიუსელიდან იწყებს თავის უცხოურ ვიზიტს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე თავის უცხოურ ვიზიტს ბრიუსელიდან იწყებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი იწყებს თავის უცხოურ ვიზიტს ბრიუსელიდან, ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, ორი მთავარი განზომილება იქნება ამ ვიზიტის პირობებში, ერთი არის ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, ასევე, პრემიერმინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების.
პირველად ხდება, როდესაც ქვეყანა, რომელსაც აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, სწორედ ამ ფორმატში აგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია პრემიერმინისტრის მხრიდან, რომ ის სწორედ ბრიუსელში ჩამობრძანდა ასოცირების საბჭოს ჩასატარებლად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.