უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამეთაურო პუნქტს ეწვია, რომელიც პოზიციებს ხარკოვის რეგიონში კუპიანსკის მიმართულებას იცავს.
„ბრიგადის მეთაურთან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, ჯარისკაცებს ვესაუბრეთ და ჯილდოები გადავეცით. ყოველთვის დიდი პატივია ჩვენს დამცველებთან ყოფნა“, – წერს ზელენსკი.
რუსეთის ჯარებმა კუპიანსკზე შეტევა 2023 წლის შემოდგომაზე გააძლიერეს. მათ მოახერხეს რამდენიმე პატარა სოფლის დაკავება, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ფრონტის ამ მონაკვეთზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.