ირაკლი ქადაგიშვილი: ახალი პრემიერის პირველი ვიზიტი ბრიუსელში მოწმობს, რა არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.
“ახალი პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში მოწმობს, რა არის საქართველოს და მისი მთავრობის პრიორიტეტი. კონკრეტულად ირაკლი კობახიძის სამუშაო დღის წესრიგი ამ ვიზიტით და მასთან დაკავშირებული მიზნებით იწყება. ეს კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რა არის საქართველოს ხელისუფლების გზა და რა არის ის სპეკულაციები, რითაც ხან პრეზიდენტი და ხან რადიკალური ოპოზიცია არის დაკავებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.