თამარ ჩიბურდანიძე: ზურაბიშვილი სააკაშვილს სავარაუდოდ არჩევნების პიკში შეიწყალებს, რათა, მათი გათვლებით, სახალხო მღელვარება გამოიწვიონ და არჩევნების ბედი გადაწყვიტონ, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ
„სააკაშვილის ლობისტებს სურთ, გაიმეორონ იგივე სცენარი, რაც 4 წლის წინ სცადეს. არაჟნის კონტეინერით შემოყვანილი პრეზიდენტი მაშინ საკუთარმა ამომრჩეველმა არ დაიცვა და ახლა რისი იმედი აქვთ? ამ პერიოდში ,,ნაცმოძრაობის,, ამომრჩევლის ნაწილიც კი დარწმუნდა მათი პოლიტიკის ბოროტებაში და ამიტომ აკლდებათ ხმები”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი, თამარ ჩიბურდანიძე.
მისი თქმით, ოპოზიციას სხვა გამოსავალი ამჯერად არ აქვს და შეეცდება, ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა გაამართლოს დამფინანსებლების ნდობა.