არჩილ თალაკვაძე: ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში შედის, საქართველოს მისცემს ისეთივე საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორიც აქვთ ევროპულ ქვეყნებს

პარლამენტის ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში შედის, საქართველოს მისცემს ისეთივე საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორიც აქვთ ევროპულ ქვეყნებს.

„ცვლილებები, რომლებიც კანონში შედის, საქართველოს მისცემს ისეთივე საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორიც აქვთ ევროპულ ქვეყნებს. პოლიტიკური ჩარევის რისკის, პოლიტიკური ვაჭრობის შესაძლებლობებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით, ეს ცვლილებები ამცირებს. პრაქტიკულად, პოლიტიკური მოთამაშეები საარჩევნო ადმინისტრაციის პროცესიდან გამოჰყავს, რომელიც მიუკერძოებელი უნდა იყოს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება. დეპუტატები პროექტზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება, მესამე მოსმენით იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები