გურამ მაჭარაშვილი: ირაკლი კობახიძეს კარგად იცნობენ ევროკავშირში, ბრიუსელში – დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს წარმოაჩენს სათანადოდ, როგორც აქამდე ხდებოდა

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტს გამოეხმაურა.

“ირაკლი კობახიძეს კარგად იცნობენ ევროკავშირში, ბრიუსელში, თუმცა, პრემიერის რანგში ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი და დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს წარმოაჩენს სათანადოდ, როგორც აქამდე ხდებოდა.

ეს ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იქნება იმის, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ევროატლანტიკური კურსის პირნათლად შემსრულებელი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესების სრულად შენარჩუნებით და, ამავდროულად, იმ ღირებულებების დაცვით, რომელიც არის არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპულიც”,- აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები