ნინო წილოსანი: არავინ უნდა უთითებდეს ზურაბიშვილს, რა გააკეთოს და ვინ შეიწყალოს, ის ამ დავალებებს არ უნდა იღებდეს

“არავინ უნდა უთითებდეს ზურაბიშვილს, რა გააკეთოს და ვინ შეიწყალოს, ის ამ დავალებებს არ უნდა იღებდეს. ამავდროულად ჩნდება ეჭვი, ეს ყველაფერი სინქრონულად ხომ არ ხდება და ხომ არ სჭირდებოდა, რათა დავალებასავით მიეღო, რომ შემდეგ თავისი „არა და არასდროს“ გადაეთქვა”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.

წილოსანის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაა.

„არაკორექტული იყო ჩვენი პარტნიორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლის დავალება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მან შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის დამნაშავე და სამართლიანად იხდის სასჯელს. ეს იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა და კანონის უზენაესობის პრინციპის არასწორი ინტერპრეტირება. არავინ უნდა უთითებდეს ზურაბიშვილს, რა გააკეთოს და ვინ შეიწყალოს, ის ამ დავალებებს არ უნდა იღებდეს. ამავდროულად ჩნდება ეჭვი, ეს ყველაფერი სინქრონულად ხომ არ ხდება და ხომ არ სჭირდებოდა, რათა დავალებასავით მიეღო, რომ შემდეგ თავისი „არა და არასდროს“ გადაეთქვა“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები