მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააგრძელოს მუშაობა ევროპულ გზაზე. საქართველო კარგად მუშაობს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
„დიახ, ჩვენ შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერმინისტრს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააგრძელოს მუშაობა ევროპულ გზაზე. საქართველო კარგად მუშაობს, საქართველო კარგად მუშაობს, ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების და კარგი ღონისძიებაა საქართველოსთვის“, – განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.