დავით მათიკაშვილი: ბრიუსელში პრემიერის წარმატებულ ვიზიტს ველოდებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბრიუსელში წარმატებული იქნება.

„პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე პირველ ვიზიტს მართავს ბრიუსელში. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით წარმატებულ ვიზიტს, შესაბამისი შედეგებით. ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. სრულიად ბუნებრივია პრემიერის და მისი გუნდის სურვილი, რომ ამ რანგში პირველად სწორედ ბრიუსელს ეწვიონ. კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ჩვენი ურთიერთკავშირი ევროკავშირთან და მეტად გამოიკვეთება ის შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას საქართველოსა და ევროკავშირის დასაახლოებლად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები