“საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილია მიუნხენში უმაღლეს დონეზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ამ კონფერენციაზე. რაც შეეხება პრემიერს, ეს გახლდათ პოლიტიკური აქტი, რომ პრემიერის პირველი ვიზიტი შედგეს ბრიუსელში – ევროკავშირსა და ნატოში”, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის ყველა ხელმძღვანელთან. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. მეც, როცა თავის დროზე ამირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ამ განზრახვით პირველი ვიზიტი მქონდა ბრიუსელში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა მიუნხენში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას და ამას „კერძო მოგზაურობა“ უწოდა.
„ეს არის ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობა და კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.