„მხარეების დაპირისპირება მძიმე პოლიტიკური კრიზისის ბრალია“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მხარეების დაპირისპირება მძიმე პოლიტიკური კრიზისის ბრალია. ამით უმცირესობის წევრი “რუსთავი 2″ -ის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გამოქვეყნებულ მიმოწერას გამოეხმაურა.
„ეს არის არა კომუნიკაციის პრობლემა, არამედ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა ერთი და იგივე პოლიტიკური გუნდით ასე არიან დაპირისპირებულები. გუშინ მე ვუსმენდი ამ მიმოწერას. ეს ნამდვილად იყო რაღაც კომიკური ჟანრის ნაწარმოები, რომ არა ერთი გარემოება – ეს ყველაფერი ეხება ჩვენს ქვეყანას და ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნის საქართველოს მოქალაქეებისათვის“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები