„მთავრობამ გადაწყვიტა ისე, როგორც უკეთესი იყო“

მთავრობამ გადაწყვიტა ისე, როგორც უკეთესი იყო – ასე გამოეხმაურა “რუსთავი 2” -ის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გამოქვეყნებულ მიმოწერას უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, საიდანაც ირკვევა, რომ საგარეო უწყებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან მიღებული მიწვევის შესახებ დაგვიანებით მიაწოდა ინფორმაცია.
„არავითარი პრობლემა არ არსებობს. ვფიქრობ, ვინც ამ თემის კიდევ გაგრძელებას აპირებს და გასკანდალებას, იმათმა თავად კარგად იციან, რომ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ნებისმიერ დონეზე ესეთი გასვლა, შეხვედრა, მოლაპარაკება მთავრობასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. მარგველაშვილში საქმე არაა, გიორგი წესიერი კაცია, მაგრამ ესეთი თემა უნდა იყოს აუცილებლად მთავრობასთან შეთანხმებული. მთავრობამ გადაწყვიტა ისე, როგორც პრაქტიკულად უკეთესი იყო“, – განაცხადა გია ვოლსკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები