“ეს არის პოლიტიკური უხერხულობა” – ანრი ოხანაშვილი “ლელოს” ბოიკოტს ეხმაურება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, პარტია “ლელო” პოლიტიკური თვალთმაქცობით გამოირჩევა.

„პოლიტიკური თვალთმაქცობა დავარქვათ, როდესაც განხილვის მაგიდასთან თანხმობას აცხადებ საკითხებზე და უმრავლესობის წარმომადგენლებს ეთანხმები, შემდეგ გამოდიხარ და კამერების წინ იტყუები. ეს არის სამწუხარო რამ, თუ ეს იკადრეს.

საკითხების უმრავლესობის შემთხვევაში დაგვეთანხმნენ, რომ სწორად დავსვით საკითხი და ეს რეკომენდაციები შესაძლებელია იყოს გათვალისწინებული. შემდეგ გამოდიან მედიასთან და ამის საპირისპიროს ამბობენ. ეს არის პოლიტიკური უხერხულობა ერთი მხრივ და, მეორე მხრივ, მათი ცალკეული ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში მეორე შეხვედრა მიმდინარეობს. პროცესში „ლელო“ არ მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები