კონგოში თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანია მოკლული, სულ მცირე, 16 გატაცებულია
კონგოს აღმოსავლეთით, იტურის პროვინციაში ოქროს მაღაროსთან მეამბოხეების მიერ ათობით ადამიანია მოკლული და, სულ მცირე, 16 გატაცებული.
ამის შესახებ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ვიტალ ტუნგულომ განაცხადა, – წერს ABC News-ის.
ამასთან, ის დაღუპულთა ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს.
მისივე თქმით, თავდასხმა CODECO-ის დაჯგუფების მიერ განხორციელდა.
CODECO მეამბოხეთა თავისუფალ ასოციაციას წარმოადგენს, რომელშიც, ძირითადად, ეთნიკური თემის წარმომადგენლები არიან კონსოლიდირებული. 2017 წლიდან ისინი ებრძვიან თავდაცვის დაჯგუფება “ზაირს”, რომელიც მწყემსთა თემის წარმომადგენლებისგან შედგება.
ტერორიზმის შესწავლისა და კვლევის აფრიკის ცენტრის თანახმად, 2022 წლამდე CODECO-ს თავდასხმებს 1 800-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 500-ზე მეტი დაიჭრა.