“დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში ვითარების შერყევას ცდილობს” – პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის შერყევას ცდილობს, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ დარეგულირებას შეუშალოს ხელი.

ამის შესახებ მან ბიშკეკში, ავღანეთის საკითხზე უშიშროების საბჭოების მდივნების სხდომაზე თქვა.

„ჩვენ ვხედავთ დასავლელების სურვილს, შეარყიონ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ასევე, ხელი შეუშალონ სომხურ-აზერბაიჯანულ დარეგულირებას, რამაც გამოიწვია ამ რეგიონებში სიტუაციის გამწვავება”, – თქვა მან.

გარდა ამისა, პატრუშევი მიიჩნევს, რომ დასავლეთს არასტაბილურობის წყაროს შექმნა, ასევე, ცენტრალურ აზიაში სურს.

მისი თქმით, დასავლეთი თავისი ჰეგემონიის შესანარჩუნებლად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ქაოსს თესავს.

”მათი გეგმაა ცენტრალურ აზიაში არასტაბილურობის დიდი წყაროს შექმნა”, – აღნიშნა პატრუშევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები