ევროკომისიის 9 პუნქტი – შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რა საკითხებს განიხილავენ დღევანდელ შეხვედრაზე
საქართველოს პარლამენტში ევროკომისიის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მორიგი სხდომა იმართება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, დღევანდელ სხდომაზე
დღის წესრიგში რამდენიმე თემაა.
„დღეს ვთხოვეთ, რომ ამ სხდომას დაესწრონ ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რათა მათთან ერთად განვიხილოთ, რა შეიძლება, შეიცვალოს, გაუმჯობესდეს ამ მხრივ. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა და გავცვლით მოსაზრებებს. საფუძველი მსჯელობის არის ვენეციის კომისიის დასკვნა სხვადასხვა საკითხზე, ასევე თუკი დამატებითი იდეები არსებობს, ამისთვისაც მზად ვართ, მოვისმინოთ. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ საკითხს, როდესაც ვსაუბრობთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე. ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს გახლავთ რეკომენდაცია. ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.