რას პასუხობს პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს

საქართველოს ხელისუფლება მზად არის, აფხაზეთის განვითარებისთვის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ თანხა გამოყოს, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დე ფაქტო რეჟიმისგან მსგავსი ტიპის აბსურდული განცხადებები მოულოდნელი არაა.
„პირველად არ აცხადებენ, აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და, ბუნებრივია, როცა მოხდება შერიგება და ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, საქართველო გაიღებს იმ თანხებს, რა თანხებიც სჭირდება აფხაზეთის განვითარებას. ამ ტიპის საკითხები წინ წამოიწევს, რათა მუდმივად ჰქონდეთ რაღაც ცხელი თემები, რათა ვუპასუხოთ, ამ კამათში ჩავერთოთ. ეს არაა ჩვენი ამოცანა, ვინაიდან მათ დღევანდელ ხელისუფლებასთან არანაირი პრეტენზიები არ გააჩნიათ. ამიტომ იძულებულები არიან, რაღაც მოიგონონ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნული განცხადება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის საპასუხოდ გააკეთა, სადაც ისინი საქართველოსგან 20 მილიარდ დოლარს ითხოვენ. დე ფაქტო რეჟიმის განცხადებით, ეს თანხა მათ 90-იან წლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად სურთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები