რატი იონათამიშვილი – ოპოზიციის ნაწილზე: ხასიათით და ზნით ისინი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან

მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ზნით და მორალური სტანდარტით ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

“ეს რადიკალები არიან ერთი და იგივე, ისინი ხასიათით, ზნით და მორალური სტანდარტით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათ აერთიანებთ საერთო კრიმინალური წარსული და ფაქტობრივად, ეს არის არა პარტია, არამედ არის კრიმინალური სინდიკატი, რომელსაც აქვს რამდენიმე თავი. თითოეული ეს თავი ძალიან მწარედ დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში. ეს ადამიანები, მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩვენი ქვეყნის და ქვეყნის განვითარების ოპოზიციაში იყვნენ ჩამდგარი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები