თორნიკე მამალაძე – დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: თავს მორალურად ამაყად გრძნობს, მხნედ არის, მაგრამ სამწუხაროდ ფიზიკურად არის დაუძლურებული

„ის თავს მორალურად ამაყად გრძნობს, მხნედ არის, მაგრამ სამწუხაროდ ფიზიკურად არის დაუძლურებული”,- ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს.

მისივე თქმით, დეკანოზის პატიმრობიდან გათავისუფლება ყველასთვის მოულოდნელი იყო.

“მოლოდინი ამ 7 წლის განმავლობაში არაერთხელ გვქონია, არაერთხელ ყოფილა პირობა, რომ უნდა გათავისუფლებულიყო. ამიტომაც, უდოს კომისიას მივმართეთ წინა წლის ნოემბერში და მოლოდინი მართალი გითხრათ არ გვქონდა, რადგანაც არაერთხელ ყოფილა პირობა იმისა, რომ უნდა გათავისუფლებულიყო. ჩემთვისაც, მისთვისაც, ყველასთვის მოულოდნელი იყო. თავად დამიკავშირდა, მაცნობა ეს სასიხარულო ამბავი,“ – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს.

დეკანოზი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და „ციანიდის“ გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები