კანზას სიტიში, Super Bowl-ის გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ CNN-ი ექიმებზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც ოთხ სამედიცინო დაწესებულებაში აზუსტებენ, 19 პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აქვთ.
გარდა ამისა, ინციდენტის შედეგად, 6-დან 15 წლამდე ასაკის 11 ბავშვი დაშავდა, მათ შორის ცხრას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
პოლიციის ცნობით, ორი შეიარაღებული პირი დააკავეს.