“ჰამასის” მიერ კონტროლირებად, ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე სარაკეტო და სახმელეთო იერიშებს უკვე 28 473 ადამიანი შეეწირა.
მათივე ინფორმაციით, 68 146 ადამიანი დაჭრილია.
აღსანიშნავია, რომ “ჰამასის” უწყება თავის ინფორმაციაში არ აზუსტებს, მოკლულებს შორის რამდენია თავად დაჯგუფების წევრი და რამდენია მშვიდობიანი მოქალაქე.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში 10 ათასზე მეტი “ჰამასელია” ლიკვიდირებული.