„პრეზიდენტს ეგონა, რომ კონსტიტუციით უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდა“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტს ეგონა, რომ მას კონსტიტუციით უფრო მეტის უფლება ჰქონდა.
„დღეს მიმდინარეობს არა პიროვნული, არამედ კონსტიტუციური უფლებამოსილების გადანაწილება. სამწუხაროდ, მე ვიტყოდი, რომ, როგორც ჩანს, პრეზიდენტს ეგონა, რომ კონსტიტუციით უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ტიპური კლასიკური ევროპული ტიპის, ნახევარ-საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტს პრაქტიკულად მინიმალური უფლებები აქვს “, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები