მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: ყველა მათგანი ასრულებს როლს, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ზოგი იქნება ხან რადიკალური, ხან კონსტრუქციული

რაც უნდა გადანაწილდნენ ერთმანეთში, თაღლითი თაღლითია, მოღალატე მოღალატეა, „ნაცი“ „ნაცია“ თავისი ბოროტებით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციურ პარტიებზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“, „ლელოსა“ და “საქართველოსთვის” საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციონერებმა განსხვავებული როლები მოირგეს.

„წინა კვირაში, ერთ მშვენიერ დღეს უცებ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან კარგად დავარცხნილები, ჰალსტუხებით წარმოდგენილები, განსხვავებულ ამპლუაში და არიან კონსტრუქციულები. ამ დროს უფრო გაშმაგდნენ „ლელოსა“ და გახარიას წარმომადგენლები. ეს ხომ როლებია. უთხრეს: შენ ამას ითამაშებ, შენ ამას. ეს ხომ სიყალბის მტკიცებულებაც არის. მე რომ ხვალ სხვანაირი გავხდე, ვიდრე ამ წლების განმავლობაში ვიყავი, ხომ გაგიჩნდებათ კითხვა, რომ „ეს უკვე თავის თავს აღარ ეკუთვნის, ეს ადამიანი თამაშობს“. ყველა მათგანი ასრულებს როლს. შესაბამისად, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ზოგი იქნება ხან რადიკალური, ხან კონსტრუქციული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები