რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიების შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის მექანიზმებს შეიმუშავებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიების შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის მექანიზმებს შეიმუშავებს. ამის თაობაზე განცხადება სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს რეგიონული გნვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, სამინისტროს ხელმძღვანელები სახელმწიფო რწმუნებულებს-გუბერნატორებს შეხვდნენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, ასევე, იმ საკითხების შესახებ იმსჯელეს, რომელიც საქართველოს მხარეების ხელმძღვანელებს ადგილებზე არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
კერძოდ, განიხილეს მყარი ნარჩენების მართვის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპიროსა და, ზოგადად – ტურისტული რეგიონების დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობაზე, მის შევსებასა და განახლებაზე. გუბერნატორების განცხადებით, წელს საკურორტო ზონებში დამსვენებლების რიცხვი 200%-ით იყო გაზრდილი, რასაც ადგილებზე ნარჩენების გასატანად საჭირო ტექნიკისა და მუშახელის სრული მობილიზაცია დასჭირდა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, უკვე დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა მომავალი, 2015 წლის საკურორტო სეზონს რეგიონები წლევანდელზე გაცილებით უკეთ მომზადებულები შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, ახლად შექმნილი მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო ადმინისტრაციული შენობების მოწესრიგებას, აღჭურვასა და მოწყობას. გარკვეულ ტექნიკურ დახმარებას, ამ კუთხით, სახელმწიფოს ორგანიზაცია GIZ გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები