მანანა კობახიძე: შესაძლო გადაცდომების მიუხედავად, სასამართლო პროკურატურისაგან თავისუფალია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძის განცხადებით, სასამართლოში   შესაძლოა გარკვეული გადაცდომები იყოს, მაგრამ  სასამართლო პროკურატურისგან თავისუფალია. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„დღეს შეიძლება, იყოს გარკვეული გადაცდომები. ახლა შეიძლება, ძალიან ბევრი ბრალდებულის ადვოკატი ან ოჯახის წევრი მისმენს  და შეიძლება, შეშფოთება აქვთ მათი დაცვის ქვეშ მყოფის ან ოჯახის წევრის საქმიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ  პროცესი სამართლიანად არ მიდის. მე არ ვამბობ, რომ დღეს იდეალური სასამართლო გვაქვს, მაგრამ წინა სასამართლოსთან შედარებით, დღევანდელი სასამართლო თავისუფალია პროკურატურისგან. თუმცა პროკურატურაც გაუმჯობესებას საჭიროებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, სასამართლო წინა ხელისუფლების მიერ არის შექმნილი და გადაცდომებიც სწორედ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მოსამართლეთა უმრავლესობაც სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები