ოლივერ ვარჰეი: ვულოცავ ირაკლი კობახიძეს – ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. 2024 წელი გადამწყვეტი წელია საქართველოსთვის, რადგან არჩევნები გაიმართება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგსა და მის ეკონომიკურ განვითარებაში“, – წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელ X-ზე.
Congratulations to the newly appointed Prime Minister of #Georgia,
Irakli Kobakhidze.2024 is a crucial year for the country as its people will head to elections.
We continue to support 🇬🇪 as an #EU candidate country on its reform agenda & its economic development.
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) February 8, 2024