მამუკა მდინარაძე – ირაკლი კობახიძეს: ყველა ბრძოლაში, სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ, ყველანი მოგყვებით ბოლომდე

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი მთავრობის ახალ მეთაურს ყველა ბრძოლაში ბოლომდე გაჰყვება.

„ირაკლი, მე არ მინახავს და არ წარმომიდგენია შენზე უღალატო, შენზე მართალი, პატიოსანი, გულანთებული და სამშობლოს მოყვარული ადამიანი. შესაბამისად, ამ ბრძოლაში და ყველა ბრძოლაში,სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ ყველანი მოგყვებით ბოლომდე“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები